კომპანიის შესახებ

კომპანია „ეაკონი“ უკვე 15 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და კლიენტებს ხარისხიანი პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.

კომპანიის დაარსება  სამშენებლო სექტორში კრიზისულ პერიოდს დაემთხვა, თუმცა სირთულეების გადალახვა „ეაკონის“ გუნდმა სწორი მენეჯმენტით, სრულფასოვანი, ხარისხიანი ასორტიმენტით და კლიენტების მიმართ კეთილსინდისიერი მიდგომით მოახერხა.
ჩვენ თითოეულ მომხმარებელს ვუწევთ ინდივიდუალურ კონსტულტაციას და ვაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

დღესდღეისობით  „ეაკონი“  მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს. წარმატებულად განხორციელებულმა პროექტებმა უზრუნველყო კომპანიის წინსვლა! ამჟამად კომპანია ორიენტირებულია როგორც საცალო გაყიდვებზე, ასევე სამშენებლო-სარემონტო პროექტებზე.

დაუღალავი შრომით, განვითარებაზე ორიენტირებული პერსონალით და საერთაშორისო პარტნიორობით შევძელით შეგვექმნა სანდო, პროფესიონალური გარემო.

 

სერვისი და პერსონალი

კომპანიის წარმატებას განაპირობებს მაღალკვალიფიციური პერსონალი. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებიც კონსტულტაციას გაგიწევენ სამღებრო პროდუქტების, აქსესუარების, სამშენებლო სამუშაოებში გამოსაყენებელი მასალების შესახებ და შეძენისას მოგაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პროექტების წარმატებით შესასრულებლად.

ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები დაგეხმარებიან სწორად შეარჩიოთ პროდუქტები და ამომწურავად აგიხსნიან მათი მოხმარების წესებს და პირიობებს.


 

მიზანი და სტრატეგია

ჩვენს მიზანს წარმოადგენს, შევქმნათ მულტიფუნქციური გარემო სამღებრო-სარემონტო სფეროში.

ჩვენმა გუნდმა განვითარების საწყის ეტაპზევე დაისახა სტრატეგია, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევით და შევქმენით მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული სისტემა.

გამართული საკომუნიკაციო პლატფორმები, პროფესიონალი კადრები, ევროპული ხარისხის პროდუქცია, ხელმისაწვდომობა და მოქნილი ლოგისტიკა - ეს ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია, რაც საშუალებას გვაძლევს მიზანი რეალობად ვაქციოთ და ვიყოთ წამყვანი კომპანია ჩვენს სეგმენტში.