Kip 891 Montageband für außen
Kip 891 ორმხრივი სამონტაჯო ლენტი - გარე სამუშაოებისათვის

თვისებები: ორმხრივად წებვადი სამონტაჟო ლენტი. გააჩნია განსაკუთრებით ძლიერი წებვის უნარი და ნესტისადმი მედეგობა.
გამოიყენება: გარე სამუშაოებისას სწორი ან გლუვზედაპირიანი ნივთების, როგორებიცაა აბრები, გარე თერმომეტრები, ავტომობილების მოლდინგები და სხვა მსგავსი საგნები, ხანგრძლივი ვადით დასამაგრებლად. გააჩნია ძლიერი დაჭერის უნარი სწორ ან მსუბუქად ხოროშ ზედაპირებზე, როგორებიცაა ქვის ან აგურის ღობეები, ბათქაში და ა.შ.
არტ.Nr.:
891
სიგრძე:
1,5  -  5 m
სიგანე:
19  - 19 mm
ყუთში/ცალი:
10  - 16 Rollen

Kip 891 ორმხრივი სამონტაჯო ლენტი-ს გამოყენებისას აუცილებელია დაცულ იქნეს შემდეგი პირობები:

• ზედაპირი, რომელზედაც უნდა დაეწებოს “ორმხრივი ლენტი” წინასწარ კარგად უნდა გაიწმინდოს. დაუშვებელია მტვრიან, ჭუჭყიან, სველ, ცარცვად ზედეპირებზე ან ცუდად შეღებილ კედლენზე, სადაც საღებავის ან ბათქაშის აძრობის საშიშროებაა, დატანება.

• ზედაპირი უნდა იყოს მაქსიმალურად სწორი. ოღრო-ჩოღრო ზედაპირებზე ვერ ხერხდება თანაბრად საწები ლენტის კონტაქტი ზედაპირთან, რაც ავტომატურად ამცირებს ეფექტს.

• ორმხრივ სამონტაჟო ლენტს განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს გლუვ ზედაპირებზე, როგორებიცაა კაფელი, მეტლახი, მეტალი, მინა, კერამიკა, PVC და ა.შ.

• აუცილებლად დაიტანეთ საკმარისი რაოდენობის ლენტი ნივთზე, რომლის დამონტაჟებასაც აპირებთ და გაითვალისწინეთ მისი სიმძიმეც.

სრული და დეტალური ინფორმაციისთვის ფასების, ტექნიკური მონაცემების, ხარისხის და მიწოდების ადგილის შესახებ მოგვმართეთ. ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციას

   • გამოყენების ნიმუშები: