სამონტაჟო ორმხრივ ლენტს ფართოდ იყენებენ საყოფაცხოვრებო სეგმენტში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, სარემონტო და სხვადასხვა სახის სამონტაჟო სამუშაოებისას, მათ შორის ავტო მანქანებში.

Kip-ის სამონტაჟო ორმხრივი ლენტი გამოირჩევა თავისი ხარისხით, ძლიერი წებვის უნარით და თავისი ხარისხისათვის ძალიან კონკურენტუნარიანი ფასით. აქვე გთავაზობთ მის მოკლე აღწერილობას ჩვენი კატალოგიდან:

Kip 838 Montageband
Kip 838 სამონტაჟო ძლიერი ორმხრივი ლენტი

თვისებები: ორმხრივად წებვადი სამონტაჟო ლენტი პოლიეთილენის ქაფისაგან. გააჩნია ძლიერი წებვის უნარი. არის ნესტისადმი და ორთქლისადმი მედეგი.
გამოიყენება: სარკეების, აბრების, სწორი ან გლუვზედაპირიანი ნივთების ხანგრძლივი ვადით დასამაგრებლად. გააჩნია ძლიერი დაჭერის უნარი სწორ ზედაპირებზე, როგორებიცაა კაფელი, მეტლახი, მეტალი, მინა, კერამიკა და ა.შ.

არტ.Nr.:
838
სიგრძე:
1,5  -  5  - 5 m
სიგანე:
19  - 19 - 38 mm
ყუთში/ცალი:
10  - 16  - 8 Rollen


ამ პროდუქტს ფართოდ იყენებენ სარეკლამო კომპანიები, რომელთა მომსახურეობაში შედის სარეკლამო სამუშაოების ჩატარება (არა მედია რეკლამა). ასევე სარემონტო კომპანიები სამონტაჟო სამუშაოებისას, მაგალითად აბაზანაში სარკეების ან ჩამოსაკიდებლების კაფელზე დასამონტაჟებლად (იხილეთ სურათები) და ა.შ.

Kip “838 სამონტაჟო ძლიერი ორმხრივი ლენტი”-ს გამოყენებისას აუცილებელია დაცულ იქნეს შემდეგი პირობები:

• ზედაპირი, რომელზედაც უნდა დაეწებოს “838 სამონტაჟო ძლიერი ორმხრივი ლენტი” წინასწარ კარგად უნდა გაიწმინდოს. დაუშვებელია მტვრიან, ჭუჭყიან, სველ, ცარცვად ზედეპირებზე ან ცუდად შეღებილ კედლენზე, სადაც საღებავის ან ბათქაშის აძრობის საშიშროებაა, დატანება.

• ზედაპირი უნდა იყოს მაქსიმალურად სწორი. ოღრო-ჩოღრო ზედაპირებზე ვერ ხერხდება თანაბრად საწები ლენტის კონტაქტი ზედაპირთან, რაც ავტომატურად ამცირებს ეფექტს.

• სამონტაჟო ორმაგ ლენტს განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს გლუვ ზედაპირებზე, როგორებიცაა კაფელი, მეტლახი, მეტალი, მინა, კერამიკა, PVC და ა.შ.

• აუცილებლად დაიტანეთ საკმარისი რაოდენობის ლენტი ნივთზე, რომლის დამონტაჟებასაც აპირებთ და გაითვალისწინეთ მისი სიმძიმეც.

Kip “838 სამონტაჟო ძლიერი ორმხრივი ლენტი” ძირითადად გამოიყენება შიდა სამუშაოებში.

Kip “838 სამონტაჟო ძლიერ ორმხრივ ლენტ”-ს იყენებენ ყოველდღიურ ცხორებაშიც, მაგალითად ავეჯზე მსუბუქი პროფილების დასამაგრებლად, პლაკატების მისაწებებლად, მანქანის სხვადასხვა ქსოვილების თუ პლასტმასის ნაწილების დასაფიქსირებლად, აბრების დასამაგრებლად და კიდევ უამრავი სხვა დანიშნულებით.

სრული და დეტალური ინფორმაციისთვის ფასების, ტექნიკური მონაცემების, ხარისხის და მიწოდების ადგილის შესახებ მოგვმართეთ. ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციას