აღწერილობა ფერი მასა / წონა არტიკ.
გერმეტიკები, სილოკონები, სამშენებლო ქაფები / Dichtstoffe
KIM-TEC აკრილის გერმეტიკი 200D / KIM-TEC Acryl Fugendichtstoff 200D - გამოიყენება შიდა და გარე სამუშაოებისათვის ყველა სახის სტიკებისათვის რომლებიც არ განიცდიან დიდ მოძრაობებს. ერთკომპონენტიანი, ელასტო-პლასტიკური გერმეტიკი. გამოიყენება ფანჯრების, კარების, ჟალუზების კედლებთან მიმართებაში სტიკების შესავსებად. ასევე გიფსოკარდონის, კედლების, ბეტონის, გაზბეტონის, ფითხების და ხის მასალებ შორის არსებული სტიკების (ღრიჭოების, ნაპრალების) შესავსებად. ექვემდებარება თითქმის ყველა სახის დისპერსიული საღებავებით შეღებვას. აკრილის გერმეტიკის გამკვრივებამდე სტიკების (ღრიჭოების, ნაპრალების) დასველება უნდა იქნეს თავიდან აცილებული. თეთრი / Weiß 310 ml 5160011
         
KIM-TEC აკრილის გერმეტიკი T / KIM-TEC Acryl Fugendichtstoff T - გამჭვირვალე - გამოიყენება სამშენებლო და დამაკავშირებელი სტიკების (ღრიჭოების, ნაპრალების) შესავსებად, რომლებიც განიცდიან შედარებით დიდ მოძრაობებს. 1 კომპონენტიანი, მაღალელასტიური და ხანგრძლივად ელასტიური გერმეტიკი პოლიაკრილატის ბაზაზე. გამოიყენება ყველა სახის სტიკების (ღრიჭოების, ნაპრალების) შევსება გერმეტიზაციისათვის შემდეგ მასალებთან: ხე, კედლები, მეტალი, კერამიკა, ქვა და პლასმასი. გამჭვირვალე / Transparent 310 ml 5160010
         
EURO აკრილის გერმეტიკი / EURO-Acryl - გამოიყენება შიდა და გარე სამუშაოებისათვის სტიკების (ღრიჭოების, ნაპრალების) შესავსებად. ერთკომპონენტიანი, პლასტო-ელასტიური გერმეტიკი ყველა სახის სტიკების (ღრიჭოების, ნაპრალების) შევსება გერმეტიზაციისათვის შემდეგ მასალებთან: კედლები, ფითხები, ბეტონი, მეტალი, ხე და სხვა. გამოიყენება ფანჯრების, კარების და ჟალუზების კედლებთან დაკავშირების ადგილების (სტიკების) შესავსებად. ექვემდებარება შეღებვას, ლაქირებას და შეფითხვას (დაშპაკვლას). აქვს მაღალი დაჭერის უნარი და არ აქვს სუნი. თეთრი / Weiß 300 ml 5113511
ნაცრისფერი / Grau 300 ml 5113515
         
KIM-TEC სამშენებლო და ფანჯრების სილიკონი 300N / KIM-TEC Bau- und Fenstersilikon 300N - გამოიყენება სტიკების (ღრიჭოების, ნაპრალების) ჰერმეტიზაციისა და მიწებებისათვის ხის ფანჯრების ჩასმითი სამუშაოებისას, ერთმაგი ან ორმაგი საპროფილე მინის კედლებზე, ვიტრინებზე, ფანჯრის ღიობებსა და კედლების წყობას შორის, მიწისზედა ნაგებობებზე, მილსადენებზე, კონდიციონერებზე, საცხოვრებელ ფურგონებზე, ნავებსა და სველ წერტილებში. ესაა ერთკომპონენტიანი, ტენიანობამედეგი, მაღალელასტიური სილიკონის ჰერმეტიკი ნეიტრალური ქსელური სისტემით. მას აქვს საუკეთესო წებოვნება მაგ. მინაზე, კერამიკაზე, მაგარ პოლივინიქლორიდზე (PVC), ბეტონზე, ბათქაშსა ან ქვის კედელზე. არის დაძველებისადმი, მეტეოროლოგიური ზემოქმედებისა და ულტრაიისფერი სხივებისადმი, ცვეთისა და სოკოსადმი მედეგი. გამოიყენება როგორც შიდა, ასევე გარეთა სამუშაოებში. გამჭვირვალე / Transparent 310 ml 5170010
თეთრი/Weiß 310 ml 5170011
         
KIM-TEC საჰერმეტიზაციო სილიკონი 100E / KIM-TEC Silikon-Dichtstoff 100E Acetatvernetzend - ახდენს აცეტატის სტრუქტურირებას შენობის ყველა შიდა და გარეთა სტიკების (ღრიჭოების, ნაპრალების) ჰერმეტიზაციისათვის. უნივერსალური გამოყენების ჰერმეტიკ-სილიკონი. ის გამოიყენება ჰერმერტიზაციისათვის სააბაზანო ოთახებში, ტუალეტებსა და სამზარეულოებში, მაგ. მიერთების ადგილებში გაჩენილ ღრიჭოებზე, კედლისა და იატაკის კერამიკულ ფილებზე, აბაზანებში, საშხაპეებში, პირსაბანებზე, ჭურჭლის სარეცხ ნიჟარებზე, სამზარეულოს ავეჯზე, სამუშაო დაფებზე. გააჩნია საუკეთესო წებოვნება კერამიკაზე, მინაზე, პლასტმასებზე, ლითონსა და ემალზე. ხანგრძლივად ელასტიური, არ რეაგირებს ცხიმებზე, ზეთებსა და უმეტეს საყოფაცხოვრებო საწმენდ საშუალებებზე, მედეგია სოკოებისა და ბაქტერიებისადმი. გამჭვირვალე / Transparent 310 ml 5150010
თეთრი/Weiß 310 ml 5150011
         
KIM-TEC საჰერმეტიზაციო სილიკონი 100E / KIM-TEC Silikon-Dichtstoff 100E Acetatvernetzend - ახდენს აცეტატის სტრუქტურირებას შენობის ყველა შიდა და გარეთა სტიკების (ღრიჭოების, ნაპრალების) ჰერმეტიზაციისათვის. უნივერსალური გამოყენების ჰერმეტიკ-სილიკონი. ის გამოიყენება ჰერმერტიზაციისათვის სააბაზანო ოთახებში, ტუალეტებსა და სამზარეულოებში, მაგ. მიერთების ადგილებში გაჩენილ ღრიჭოებზე, კედლისა და იატაკის კერამიკულ ფილებზე, აბაზანებში, საშხაპეებში, პირსაბანებზე, ჭურჭლის სარეცხ ნიჟარებზე, სამზარეულოს ავეჯზე, სამუშაო დაფებზე. გააჩნია საუკეთესო წებოვნება კერამიკაზე, მინაზე, პლასტმასებზე, ლითონსა და ემალზე. ხანგრძლივად ელასტიური, არ რეაგირებს ცხიმებზე, ზეთებსა და უმეტეს საყოფაცხოვრებო საწმენდ საშუალებებზე, მედეგია სოკოებისა და ბაქტერიებისადმი. გამჭვირვალე / Transparent 80 ml 5158810
         
EURO-სილიკონი / EURO - Silikon - ერთკომპონენტიანი სილიკონი მაღალი ელასტიურობით, ახდენს აცეტატის სტრუქტურირებას. გამოიყენება ნაპრალებისათვის სააბაზანოებზე, საშხაპე კაბინებსა და პირსაბანებზე, გადაბმის ადგილებში გაჩენილ ღრიჭოებისათვის იატაკისა და კედლის კერამიკულ ფილებზე, წყლის ნიჟარებზე, სამუშაო დაფებსა და სამზარეულოს ნებისმიერ ავეჯზე, ჰერმეტიზაციისათვის ავტომობილებზე, საცხოვრებელ ფურგონებზე, მისაბმელებსა და ნავებზე, კარ-ფანჯრის ჩაშენებისას. ძალიან კარგი დაჭერის უნარი თითქმის ყველა სახის ზედაპირებზე. ძალიან ადვილად დასამუშავებელია, ახასიათებს სოკოებისა და ბაქტერიებისადმი მედეგობა, ხანგრძლივი ელასტიურობა, ადვილად იწმინდება. მედეგია დაძველებისა და ცხელი წყლის მიმართ. გამჭვირვალე / Transparent

300 ml

5123510
თეთრი/Weiß 300 ml 5123511
ნაცრისფერი / Grau 300 ml 5123515
         
KIM-TEC აქვარიუმის სილიკონი / KIM-TEC Aquariumsilikon - შავი ან გამჭვირვალე. ელასტური ერთკომპონენტიანი ჰერმეტიკ-სილიკონი. გამოიყენება დაახლოებით 400 ლიტრამდე ტევადობის აქვარიუმების მინისა და ნაპრალების ჰერმეტიზაციისა და დასაწებებისათვის. გამოდგება მლაშე და მტკნარი წყლის აქვარიუმებისათვის, ასევე ტერარიუმებისათვის. განკუთვნილია შუშის ვიტრინების ჰერმეტიზაციისათვის და მინისა და დამუშავებული ლითონისაგან დამზადებული მხატვრული ნაკეთობების დასაწებებლად. ახასიათებს ხანგრძლივი ელასტიურობა, მედეგია მეტეოროლოგიური ზემოქმედებისა და დაძველების მიმართ. უძლებს -40C-დან +180C-მდე ემპერატურას. მედეგია ულტრაიისფერი სხივებისადმი, გამოიყენება გარეთა ზედაპირებზეც. სრული გამაგრების შემდეგ არ გამოიყოფა მავნე ნივთიერებები. გამჭვირვალე / Transparent 310 ml 5180010
         
KIM-TEC მაღალი ტემპერატურების სილიკონი-EX / KIM-TEC Silikon-EX (Hochtemperatursilikon) - განკუთვნილია იმ სტიკების (ღრიჭოების, ნაპრალების) ჰერმატიზაციისათვის, რომლებიც განიცდიან ხანგრძლივად მაღალ ტემპერატურულ ზემოქმედებას, მაგ. სათბობები, კაფელის ღუმლებზე, მილგაყვანილობებზე, საკვამურებზე, ასევე გათბობის, სავენტილაციო და საკონდიციონერო მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებისას. ერთკომპონენტიანი, ხანგრძლივად ელასტიური, აცეტატით გამმაგრებელი ჰერმეტიკი. ვარგისია -40C-დან +280C ტემპერატურამდე. წითელი / Rot 310 ml 1560024
         
KIM-TEC MS-პოლიმერი KD 40 / KIM-TEC MS-Polymer KD 40
წებო-ჰერმეტიკი KIM-TEC MS-პოლიმერი KD 40, არ შეიცავს გამხსნელებს და აკმაყოფილებს ყველაზე მაღალ მოთხოვნებს. ის უმთავრესად გამოიყენება შენობებში მოძრავი სტიკების (ღრიჭოების, ნაპრალების) ჰერმეტიზაციისათვის, მაგალითად ფასადის ელემენტებზე, შუშის ელემენტებზე, ფანჯრის ღიობებსა და კედლის წყობას შორის. KIM-TEC MS-პოლიმერ KD 40 ექვემდებარება თითქმის ყველა სახის დისპერსიული საღებავებით შეღებვას და აკმაყოფილებს მშენებლობის მარეგულირებელი მექანიზმის მოთხოვნებს.
გამჭვირვალე / Transparent 300 ml 3930010
ნაცრისფერი / Grau 300 ml 3930001
         
KIM-TEC წებო-ჰერმეტიკა PU 40 / KIM-TEC Baukleb-und Dichtstoff PU-40 (PU-Basis) - წარმოადგენს პოლიურეთან-ფორპოლიმერის ქიმიურ საფუძველზე შექმნილ ხანგრძლივი ელასტიურობის მქონე წებვად მაჰერმეტიზირებელ მასას. გამოირჩევა საოცრად ძლიერი წებვადობით, ხანგრძლივი ელასტიურობით და არაკოროზიულობით. ძირითადად გამოიყენება ჰერმეტიკად და წებოდ მიწისზედა და მიწისქვეშა შენობებში, კონტეინერებისა და სატრანსპორტო საშუალებების აწყობისას, ასევე გამოიყენება კონდიციონერებისა და სავენტილაციო დანადგარებზე, ნავებზე, საცხოვრებელი ფურგონებისა და ავტომშენებლობებში. თეთრი/Weiß 310 ml 3130011
         
KIM-TEC 1 კომპ. PUR-სამონტაჟო ქაფი B2 / KIM-TEC 1 Komp. PUR-Montageschaum B2 - სამუშაო მასალის კლასი 4102-ე გერმანიის სამრეწველო სტანდარტის I ნაწილის მიხედვით, ნახევრად მკვრივი, უმეტესად დახურულუჯრედიანი სამონტაჟე ქაფი ხის კარის ჩარჩოების ასაწყობად, ფანჯრის ღიობებსა და კედელს შორის მიერთების ადგილებში დარჩენილი ღრიჭოების ჰერმატიზაციისა და იზოლაციისათვის, კედლის ნაპრალების ამოსავსებად, ჟალუზების ჩარჩოს საიზოლაციო ჰერმეტიზაციისათვის.   750 ml 5150034
         
EURO 1 კომპ. PUR-სამონტაჟე ქაფი B2 / EURO 1 Komp. PUR-Montageschaum B2 - სამუშაო მასალის კლასი 4102-ე გერმანიის სამრეწველო სტანდარტის I ნაწილის მიხედვით ნახევრად მკვრივი, უმეტესად დახურულუჯრედიანი სამონტაჟე ქაფი ხის კარის ჩარჩოების ასაწყობად, ფანჯრის ღიობებსა და კედელს შორის მიერთების ადგილებში დარჩენილი ღრიჭოების ჰერმატიზაციისა და იზოლაციისათვის, კედლის ნაპრალების ამოსავსებად, ჟალუზების ჩარჩოს საიზოლაციო ჰერმეტიზაციისათვის.   500 ml 5153534
         
KIM-TEC PUR-პისტოლეტის გამწმენდი / KIM-TEC PUR-Pistolenreiniger - გამოიყენება პოლიურეთანის სამონტაჟო პისტოლეტის შიგნიდან და გარედან გასაწმენდად. პოლიურეთანის სამონტაჟო ქაფით ახლად დასვრილი ადგილების გაწმენდა. ახლავს შესაფრქვევი თავი.   500 ml 8100500
         
წებოები / Klebstoffe
KIM-TEC ორკომპონენტიანი ეპოქსიდის წებო EK 40 / KIM-TEC 2-Komp.-Epoxykleber EK 40 inkl. Mischdüse - გამოიყენება ლითონების, კერამიკის, მინის, ქვის, ხის, პლასტმასისა და სხვა მასალის დასაწებებლად. ესაა მაღალრეაქტიული ორკომპონენტიანი ეპოქსიდის წებო. მედეგია -40C-დან +100C-მდე ტემპერატურაზე. მაგრდება 5 წუთის შემდეგ, საბოლოო სიმტკიცეს იძენს 5 საათში. მოყვითალო / Gelblich 28 g 6670011
         
KIM-TEC თხევადი ლითონი (შემრევით) / KIM-TEC Flüssigmetall inkl. Mischdüse - წარმოადგენს ლითონის ფხვნილით გავსებული ეპოქსიდის ფისის კომბინირებულ პროდუქტს. საუკეთესოდ გამოდგება ნაპრალების, ხვრელებისა თუ ღრიჭოების სწრაფი შეკეთებისათვის ლითონზე, ხეზე, კერამიკასა და სხვაზე. მუქინაცრისფერი / Dunkelgrau 28 g 6670006
         
KIM-TEC სამონტაჟო წებო LM (გამხსნელის შემცველობით) / KIM-TEC Montagekleber LM (lösungsmittelhaltig) - უნივერსალური გამოყენებისთვის. სამონტაჟო წებო შეიცავს გამხსნელ ნივთიერებას სინთიტიური ფისის ბაზაზე. ტიქსოტროპულია, პასტისმაგვარი, გამოდგება ქვემოდან ზევით შესასრულებელი შეწებებისათვისაც (ზედა ჰორიზონტალური ზედაპირები, მაგალითად ჭერი). ასევე ძლიერად ეწებება სხვადასხვა მასალებს, როგორიცაა ხე, ქვა, ბეტონი, ბათქაში, კერამიკა, აგურის კედელი, მეთლახი თუ პლასტმასი, როგორც Hart-PVC ან PUR. ადვილად დასამუშავებელია, გახევის მიმართ მედეგია, ახასიათებს ძლიერი წებვადობა და მაღალი დაჭერის უნარი. ბეჟი / Beige 310 ml 5140002
         
KIM-TEC მულტი-ძლიერი წებო MK 40 (შემრევით) / KIM-TEC Multi-Kraftkleber MK 40 inkl. Mischdüse - უძლებს არაჩვეულებრივად ძლიერ დატვირთვას. ორკომპონენტიანი წებო განკუთვნილია სხვადასხვა მასალების დასაწებებლად. შეიძლება მათი ერთმანეთზე შეწებებაც, მაგ. პლასტმასი, კარბონი (ამორფული ალმასი), ფოლადი, ალუმინი, ხე, ქვა და ა.შ. ახასიათებს კვეთისა და აშრევებისადმი დიდი მდგრადობა. მედეგია გამხსნელების, ზეთისა და სინესტის მიმართ. ტემპერატურული მედეგობა -40C-დან +100C-მდეა. მაგრდება 5 წუთში, სრულ 100% სიმტკიცეს იძენს 24 საათის შემდეგ.   28 g 6670028
         
KIM-TEC მომენტალური წებო Speed-40 / KIM-TEC Sekundenkleber Speed-40 - უნივერსალური გამოყენებისათვის პროფესიულ, სამოყვარულო და საოჯახო საქმიანობებში. თხევადი მომენტალური წებო გამოდგება რეზინის, კერამიკის, კორპის, ხის, ფოროვანი ზედაპირებისა და მრავალი ლითონისათვის. გამჭვირვალე / Transparent 5 g 6660002
გამჭვირვალე / Transparent 20 g 6660004
         
KIM-TEC პულვერიზატორიანი წებო-აეროზოლი / KIM-TEC Sprühkleber-Spray
KIM-TEC პულვერიზატორიანი წებო-აეროზოლი გამოიყენება სამოყვარულო და საოჯახო საქმიანობებში, ოფისებსა და გაკვეთილებზე, აწებებს ქაღალდს, ტოლს, მუყაოს, ტყავსა და მრავალი სახეობის პლასტმასს. მასალასთან თავსებადობა წინასწარ უნდა შემოწმდეს განცალკევებულ ადგილას. სწრაფად შრება და შეიძლება მრავალმხრივ იქნეს გამოყენებული. მისი მოცილება შესაძლებელია KIM-TEC სამონტაჟე კონცენტრატით.
გამჭვირვალე / Transparent 400 ml 5390001
         
სპრეი ლაქ-საღებავები / Lacke und Farben
KIM-TEC ლაკ-საღებავი სპრეი-აეროზოლი / KIM-TEC Lack-Spray - გამოიყენება ზედაპირების ოპტიმალურად და ხარისხიანად შესაღებად. მაღალხარისხიანი პულვერიზატორიანი საღებავი გამოირჩევა დაფარვის მაღალი უნარითა და საუკეთესო საღებავი პიგმენტებით. სასურველია დაიგრუნტოს KIM-TEC-ის გრუნტით (KIM-TEC Haftgrund-Spray), ახასიათებს საუკეთესო ინტენსიური ფერები და წებვადობა, სწრაფად შრება, მედეგია 100C ტემპერატურამდე. შავი - მატი / Schwarz matt 400 ml 5190036
შავი - გლანცი / Schwarz glanz 400 ml 5170036
         
KIM-TEC ლაკ-საღებავი სპრეი-აეროზოლი / KIM-TEC Lack-Spray - გამოიყენება ზედაპირების ოპტიმალურად და ხარისხიანად შესაღებად. მაღალხარისხიანი პულვერიზატორიანი საღებავი გამოირჩევა დაფარვის მაღალი უნარითა და საუკეთესო საღებავი პიგმენტებით. სასურველია დაიგრუნტოს KIM-TEC-ის გრუნტით (KIM-TEC Haftgrund-Spray), ახასიათებს საუკეთესო ინტენსიური ფერები და წებვადობა, სწრაფად შრება, მედეგია 100C ტემპერატურამდე. თეთრი - მატი / Weiss matt 400 ml 6930036
თეთრი - გლანცი / Weiss glanz 400 ml 6920036
         
KIM-TEC ქრომის სპრეი-აეროზოლი / KIM-TEC Chrom-Spray - ანიჭებს ბამპერებს, მოლდინგებსა და კარის სახელურებს მდიდრულ, ბრწყინვალე და პრიალა შესახედაობას. ესაა სპეციალური საღებავი, რომელიც საღებავის განსაკუთრებული პიგმენტების წყალობით ზედაპირი ქრომირებულს ემსგავსება. ხელს უშლის ჟანგის დადებას, მარილსა და გარემოს სხვა ზემოქმედებებს. მბზინავი და გამძლეა. მისი წყალობით ქრომის დეტალები ახალივით პრიალებენ. ხრომისფერი / Chromfarben 400 ml 20003
         
KIM-TEC გრუნტირების სპერი-აეროზოლი / KIM-TEC Haftgrund-Spray - გამოიყენება ყველა ტიპის ფოლადის ნაწილების გრუნტით დასაფარად . დამზადებულია არაეთილირებული პიგმენტის გამოყენებით. გააჩნია მაღალი პროდუქტიულობა, მარტივია მოხმარება და ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეთავსევა. სრული გაშრობის შემდეგ შეიძლება შეიღებოს ნებისმიერი KIM-TEC სპრეი ლაქ-საღებავით. ნაცრისფერი / Grau 400 ml 2670036
         
KIM-TEC დისკების ვერცხლისფერი სპრეი-საღებავი / KIM-TEC Felgensilber-Spray - განკუთვნილია ავტომობილების დისკების შესაღებად და გასალამაზებლად. მაღალხარისხიანი პულვერიზატორიანი სპრეი-საღებავი დაფარვის მაღალი შესაძლებლობითა და საუკეთესო საღებავი პიგმენტებით. გამოიყენება ალუმინისა და ფოლადის დისკებისათვის. საუკეთესო ინტენსიური ფერი მიიღება KIM-TEC სპრეი-გრუნტით (KIM-TEC Haftgrund-Spray) დაგრუნტვისას. ვერცხლისფერი 400 მლ. ვერცხლისფერი / Silber 400 ml 1690036
         
KIM-TEC ლაკ-საღებავი სპრეი-აეროზოლი / KIM-TEC Lack-Spray - გამოიყენება ზედაპირების ოპტიმალურად და ხარისხიანად შესაღებად. მაღალხარისხიანი პულვერიზატორიანი ლაკ-საღებავი დაფარვის მაღალი შესაძლებლობითა და საუკეთესო საღებავი პიგმენტებით. სასურველია დაიგრუნტოს KIM-TEC სპრეი-გრუნტით (KIM-TEC Haftgrund-Spray), ახასიათებს საუკეთესო, ინტენსიური ფერი და და მაღალი დაჭერის უნარი. ღია ნაცრისფერი / Lichtgrau – RAL 7035 400 ml 3180015
წითელი / Feuerrot – RAL 3000 400 ml 3180019
ცისფერი / Himmelblau – RAL 5015 400 ml 3180023
         
KIM-TEC მარკირების საღებავი სპრეი-აეროზოლი / KIM-TEC Markierungsfarb-Spray - განკუთვნილია ხარისხიანი და კარგად შესამჩნევი ფერადი მონიშვნებისათვის. მაღალი პიგმენტაციის მქონე სპრეი-საღებავი, რომელიც სწრაფად შრება, გააჩნია საუკეთესო დაფარვისა უნარი და ფერების სიმკვეთრე გამოარჩევს. აქვს შესანიშნავი დაჭერა ასფალტზე, ბეტონსა და სხვა საგზაო ზედაპირებზე, ხეზე, ბალახსა და მიწაზე, აგრეთვე ნესტიან ზედაპირებზე. მედეგია მეტეოროლოგიური ზემოქმედებისადმი. თეთრი RAL 9010 – 500 მლ. თეთრი / Weiß – RAL 9010 500 ml 3180001
         
         
ჩვენს ვებ გვერდზე წარმოდგენილი ასორტიმენტი არის საქრთველოში დღეისათვის იმპორტირებული სახეობების ჩამონათვალი, რომლეიც "Kim-Tec"-ს სრული ასორტიმენტის მხოლოდ ნაწილს შეადგენენ. პროდუქციის სრული ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ "Kim-Tec"-ს კატალოგში. კატალოგისათვის მოგვმართეთ: 597 704343 / 597 214849 ან office@eacon.ge

შ.პ.ს. "ეაკონ"
აგლაძის ქ. 39ა
0154 თბილისი
ტელ: 2479152
მობ: 597 704343, 597 214849
ელ-ფოსტა: office@eacon.ge